Sale!

საბავშვო ველოსიპედი / ბალანს ველოსიპედი – Balance Bike

Original price was: 270,00 ₾.Current price is: 158,00 ₾.

  • ტიპი: საბავშვო ველოსიპედი / ბალანს ველოსიპედი
  • ფერი: შავი, ყავისფერი დეტალებით
  • ზომა: 83 სმ – სიგრძე x 56 სმ – სიმაღლე
  • სარეკომენდაციო ასაკი: 2-6 წელი
  • მაქსიმალური დატვირთვა: 50 კგ
  • რეგულირებადი რბილი დასაჯდომი – 35 სმ-დან 45 სმ-მდე.
  • მასალა: ჩარჩო – მაგნიუმის ალუმინის შენადნობი, ძირითადი მასალა მაგნიუმის შენადნობი
  • საბურავები: 5 სმ სისქის, მოცურების საწინააღმდეგო, ნახშირბადის ბოჭკოვანი ფურცლით დაფარული რეზინის საბურავები. დიამეტრი – 28 სმ. 

       მახასიათებლები:

  • რეგულირებადი სიმაღლე
  • რბილი რეზინის სახელურები
  • რბილი ტყავის სავარძელი
  • ფეხების დასადები
‼️ გუნდა გთავაზობთ მხოლოდ ევროპის ქვეყნებისთვის წარმოებულ, სერტიფიცირებულ, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის მასალისგან დამზადებულ სათამაშოებს.

Out of stock

რატომ უნდა იყოს ბავშვის პირველი ველოსიპედი ბალანს-ველოსიპედი?

პარკში ან სამეზობლოში გასეირნება, მეგობრებთან თამაში, ოჯახური მოგონებების შექმნა – ველოსიპედი ყველა ასაკის ბავშვებისთვის შესანიშნავი საშუალებაა თავგადასავლებისთვის, ასევე, ვარჯიშისთვის და ზოგადად, თავდაჯერებულობის გასაუმჯობესებლად.

რაც მთავარია, პატარებს ბალანს-ველოსიპედით მოგზაურობის დაწყება ჯერ კიდევ მეორე დაბადების დღემდე შეუძლიათ.

ბოლო პერიოდში ევროპის ქვეყნებში ბალანსის ველოსიპედების გაყიდვებმა სამთვლიანი ველოსიპედების გაყიდვებს ბევრად გადააჭარბა. რადგან ეს არის მშობლების მიერ რჩეული საშუალება ბავშვებში ველოსიპედის დანერგვისთვის.

5 მიზეზი, რის გამოც ბალანს ბაიკი არის ბავშვების პირველი ველოსიპედი:

  1. ბალანსის ველოსიპედები სუპერ მსუბუქია!
    როდესაც ბავშვები პირველად სწავლობენ ველოსიპედზე წონასწორობის შენარჩუნებას, რაც უფრო მსუბუქია ის, მით უფრო ადვილია მისი მართვის სწავლა. ბალანსის ველოსიპედი მხოლოდ 6,6 ფუნტია. ეს არის საშუალოდ 18 თვის ბავშვის წონის მეოთხედი ან მესამედი, რაც აადვილებს ველოსიპედის მართვას. ბავშვებს შეუძლიათ 18 თვის ასაკიდან ისწავლონ ველოსიპედის ტარება, რადგან ისინი დამზადებულია ზემსუბუქი მასალით. რაც უფრო მსუბუქია ბალანსის ველოსიპედი, მით უფრო ადვილია პატარისთვის მასზე წონასწორობა. შედეგად, ისინი სწრაფად და თავდაჯერებულად ეუფლებიან დაბალანსების უნარს.
  2. ბალანსი ველოსიპედი ეხმარება ბავშვს ისწავლოს პედლებიანი ველოსიპედის ტარება, რადგან ის ასწავლის საჭის მართვას პედლების გართულების გარეშე. ენის სწავლის მსგავსად, ბალანსის ველოსიპედის ტარების სწავლა პატარა ასაკში, მას ბავშვის ბუნების ნაწილად აქცევს. სიარულის სწავლის შემდეგ, ბალანს ველოსიპედის ტარების სწავლა, ველოსიპედის ტარების უნარს ისეთივე ბუნებრივს ხდის, როგორც ორ ფეხზე სიარულია.
  3. ბალანსის ველოსიპედები კომფორტული და უსაფრთხოა. თუ ოდესმე გიყურებიათ, როგორ სწავლობს ბავშვი ველოსიპედის ტარებას, ალბათ, ნერვიულად უყურებდით, როგორ არ ჩერდება ის მანამ, სანამ რაიმეს დაეჯახება. ბავშვებს, რომლებიც იწყებენ ბალანსის ველოსიპედის ტარებას, ეუფლებიან დამუხრუჭების კრიტიკულ უნარს და სწავლობენ თუ როგორ უნდა შეანელონ სვლა უფრო კომფორტულად. ბალანსის, საჭის და დამუხრუჭების ათვისება უმჯობესია პედლებით პროცესის გართულებამდე.
  4. ბალანს-ველოოსიპედი ადრეულ ასაკში ეხმარება ბავშვს განუვითარდეს კიოორდინაცია და ფეხის კუნთები. ავარჯიშებს სხეულის საყრდენ-მამოძრავებელ კუნთებს. 
  5. ფსიქოლოგიური, ემოციური და შემეცნებითი სარგებელი ბავშვებისთვის:
    გაუმჯობესებული თავდაჯერებულობა და ბედნიერების გრძნობა; უკეთესი სივრცითი ცნობიერება;  გაძლიერებული თვითშეფასება; გაუმჯობესებული კონცენტრაცია; ხელის და თვალის კოორდინაცია, ყურადღება, გამძლეობა და მოთმინება.

ასე რომ, ბალანს ველოსიპედი ბავშვს ეხმარება ახალი გამოწვევების დაძლევაში ახალი დარწმუნებით, აძლევს მეტ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, ავითარებს კუნთებს. რამდენიმე უნარის ერთდროულად დაუფლებითა და გამოყენებით, ბავშვი თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობს. როდესაც ის გადაადგილდება ბალანს ველოსიპედით და ფეხებით მიწას გრძნობს, ეს მას აძლევს მეტ სტაბილურობას, კონტროლს და ეხმარება ნდობის ჩამოყალიბებაში.

ბალანს ველოსიპედის გამოყენების ხანგრძლივობა: ბავშვები სწრაფად იზრდებიან. სავარძლის რეგულირებადი სიმაღლე იძლევა საშუალებას, რომ ბავშვმა ველოსიპედი დაახლოებით 2-დან 6 წლამდე გამოიყენოს.

პროდუქტი სრულად აკმაყოფილებს ევროპის ქვეყნების ხარისხის სტანდარტს. ფლობს სერტიფიკატებს: CE, EN71, ASTM, CPC, ISO9001

Shopping Cart