შეძენილი ნივთის მიწოდებისა და დაბრუნების პოლიტიკა

ონლაინ დისტანციური შეკვეთის შემთხვევაში

ძვირფასო მომხმარებლებო, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოყვანილ წესებსა და პირობებს

პლატფორმის გამოყენების წესები და პირობები:

წინამდებარე დოკუმენტი ადგენს პლატფორმის გამოყენების წესებსა და პირობებს, ასევე, მომხმარებლის უფლებებს. 

ვებგვერდით სარგებლობისას: ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი 18 წელს მიღწეულიქმედუნარიანი პირი, ან 16 წელს მიღწეული პირი და გაქვთ ნებართვა შესაბამისი პირებისაგანდადოთ წინამდებარე ხელშეკრულება, მიიღოთ ვებგვერდის საშუალებით მომსახურება დაგანახორციელოთ შესაბამისი გადახდები.

ნივთის უკან დაბრუნების წესები:

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ უფლების გამოყენებისას მყიდველი ვალდებულია აუცილებლად თან იქონიოს ნივთი მისი ყველა ატრიბუტით – ყუთი, პასპორტი, შეფუთვა, დამცავი შესაფუთი მასალები.  ამასთანავე,  პროდუქცია ექვემდებარება უკან დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაცულია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა, კერძოდ თუ:

  • თუ ნივთს შენარჩუნებული აქვს გაყიდვამდელი მდგომარეობა;
  • თუ არ არის გამოყენებული;
  • თუ მომხმარებლის მიერ არ დარღვეულა პროდუქტის შეფუთვის მთლიანობა (ყუთი, პარკი, ლუქი);
  • თუ ჰერმეტულად დაცულ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს თავდპირველი მდგომარეობა და არაა დარღვული მისი ჰერმეტულობა;
  • თუ არ არის დაზიანებული ყუთი, არ აქვს იარლიყი მოხსნილი.

შეუძლებელია ისეთი ნივთის დაბრუნება ან გადაცვლა რომელიც არის აწყობილი და მისი შემდგომი გაყიდვა შეუძლებელია. 

აღნიშნული მოთხოვნის სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს ნივთის დაბრუნების ფორმა, რომელიც გადახდის მეთოდების ველში დახვდებათ. ასევე წარმოადგინოს გადახდის ქვითარი ან ტრანზაქციის ამონაწერი.

ხელშეკრულებაზე უარის თქმის ვადა აითვლება: 

მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან;

ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;

მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;

ნივთის დაბრუნება: 

შესაძლებელია მომხმარებელმა ნივთი უკან დააბრუნოს, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია მოვაჭრეს არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის განმავლობაში დაუბრუნოს ნივთი ყველა თანდართული დოკუმენტით და მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯები აანაზღაუროს მომხმარებელმა. ხოლო მოვაჭრე ვალდებულია უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 14 კალნდარული დღის განმავლობაში უკან დააბუნოს თანხა. თანხის დაბრუნება ხდება იმავე გზით, რომელიც მომხმარებელმა გამოიყენა, თუ მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალებაზე არ განაცხადებს თანხმობას.  მოვაჭრეს აქვს უფლება, არ დააბრუნოს თანხა იქამდე სანამ არ მიიღებს ნივთს ან გამოგზავნის შესახებ დოკუმენტს.

თუ საიტზე არსებული მახასიათებლები არ შეესაბამება ნივთს, ან ნივთს გააჩნია თავდაპირველი ნაკლი ან ნივთი დაზიანებულია ტრანსპორტირების შედეგად, პროდუქციის უკან დაბრუნებას უზრუველყოფს მოვაჭრე.

მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და უპირობოდ დააბრუნოს პროდუქტი თუ:

თუ დასაბრუნებელ საქონელს შეცვლილი აქვს პირვანდელი სახე, შეუძლებელია მისი რეალიზაცია; 

მოვაჭრემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია;

საქონელი ან მომსახურება ინდივიდუალურად არის შესრულებული;

თუ ნივთი მიწოდებისას განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;

თუ ნივთის ფასი არ აღემატება 30 ლარს;

დალუქული აუდიო ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა.

აღნიშნული წესი არ ვრცელდება იურიდიულ პირებზე/მეწარმე სუბიექტებზე. კერძოდ, მეწარმე სუბიექტებს, იურიდიულ პირებს არ აქვთ ნივთის 14 კალენდარულ დღეში დაბრუნების უფლება.

2.2 საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია – გადაწყვეტილებას, იმის თაობაზე თუ რა უნდა მოხდეს პირველ რიგში – ნაკლის მქონე  ნივთის შეცვლა ახლით, თუ ჯერ  მოხდეს ნივთის შეკეთება და შეკეთების შეუძლებლობის შემდეგ, მისი შეცვლა ახლით – მიიღება მხარეთა შეთანხმებით, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით.

საქონელი შეკეთებული უნდა იყოს გონივრულ ვადაში ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას შეფერხება, ნივთის გაცვლა მაქსიმუმ 10 კალენდარულ დღეში, ხოლო შეკეთება 30 კალენდარულ დღეში. 

საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის გაწევას.

თუ გამყიდველისთვის იმდენად არაგონივრულ ხარჯთანაა ნივთის შეკეთება დაკავშირებული, ან არ არსებობს მისი გვაროვნული სხვა ნივთი, ასეთ დროს მხარეებს აქვთ უფლება შეწყვიტონ ხელშეკრულება და დაუბრუნონ ერთმანეთს ყველაფერი, რაც მიიღეს ამ ხელშეკრულებით (ნივთი და თანხა).

თუ სახეზეა უმნიშვნელო ქარხნული წუნი, მაშინ ასეთ დროს უნდა მოხდეს ნივთის შესაბამისი დეტალის შეკეთება/შეცვლა.

ხელშეკრულებიდან გასვლა:

მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

  • საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
  • მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
  • მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.

მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პროდუქციის გაცვლა ხდება მხოლოდ ამ პირობების დაცვის შემდეგ: 1. წარმოდგენილი უნდა იყოს გადახდის ქვითარი, ნაღდი, ან ბარათით ანგარიშსწორებისას  წარმოდგენილი უნდა იყოს ტრანზაქციის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ შეძენა მოხდა ონლაინ საიტიდან. წარმოდგენილი უნდა იყოს საგარანტიო ტალონი .

გაცვლისას, ან საგარანტიო მომსახურებისთვის, ნივთი თავად მიგაქვთ ფილიალში, ჩვენს FB გვერდზე წინასწარი მოწერის შემდეგ,

გაცვლას არ ექვემდებარება ჰიგიენური მოხმარებისა და დანიშნულების ნივთები, როცა დარღვეულია ნივთის ჰერმეტიულობა და შეფუთვა არ არის პირვანდელი სახით.

ადგილზე, სავაჭრო ობიექტზე შემოსული და დადასტურებული შეკვეთა, ან განვადება არ ექვემდებარება გაუქმებას; შესაძლებელია გადაცვლა ანალოგიური კატეგორიის პროდუქციაში,.

წინასწარ დაფიქსირებული შეკვეთის, პროდუქციის რეზერვაციის, ან პრეორდერის, კლიენტის მხრიდან გაუქმების შემთხვევაში, წინასწარი რეზერვაციისთვის გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება. საუბარია შემდეგი სახის შეკვეთებზე – თქვენ გსურთ ლიმიტირებული საფასო შეთავაზებით სარგებლობა, თუმცა არ გაქვთ თანხა სრულად და გსურთ, რომ ნივთი დაარეზერვოთ, სანამ თანხა გექნებათ სრულად, რათა შეძლოთ ამ დროში ლიმიტირებული აქციით სარგებლობა. ასევე აკეთებთ პრეორდერს, რათა შეძლოთ არსებული საფასო შეთავაზებით სარგებლობა, პროდუქციის შემოსვლამდე. ასევე, იძენთ ნივთს, მაგრამ გსურთ, რომ ნივთი დროებით დასაწყობდეს ჩვენთან.

0