მიწოდების პირობები

შეძენის და მიწოდების პირობები

ძვირფასო მომხმარებლებო,            
გუნდა ახორციელებს როგორც საცალო, ასევე საბითუმო გაყიდვებს.
 
 სათამაშოს შესაძენად, გთხოვთ, მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდის საშუალებით (ფბ-ს ლინკი), ან დაგვიკავშირდით ტელეფონის 
ნომერზე: 📞 557 514 566.
 
ჩვენი ოპერატორი მოგაწვდით ყველა სახის, ზუსტ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში, დაგეხმარებათ სათამაშოს შერჩევაში. 
 
სათამაშოს შეძენის შემდეგ, სასურველია, რომ ოპერატორს Messenger-ის (მესენჯერის) ან WhatsApp-ის (ვათსაპის)  საშუალებით გაუგზავნოთ გადახდის დამადასტურებელი ფოტო. 
 
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს უტყუარი ინფორმაციის (მისამართი, ტელეფონის ნომერი) მოწოდება, რათა მისი შეკვეთა ზუსტ ადრესატამდე მივიდეს.
 
 შეკვეთის მიღებისას, გთხოვთ, კარგად შეამოწმოთ მიღებული ამანათი და პროდუქციის ჩაბარება დაადასტუროთ თქვენი ხელმოწერით.
 
ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, ჯეროვნად შესრულდეს მომხმარებელთან ნაკისრი ვალდებულება შეკვეთის დროულად დამუშავებასა და მიწოდებასთან დაკავშირებით. მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს შეძენილი ნივთის მიღება დადგენილ ვადაში, არ ჩაიბაროს წუნდებული პროდუქცია და მოითხოვოს მისი გადაცვლა. 
 
იმ შემთხვევაში, თუ დადგენილ ვადაში ორგანიზაციის მხრიდან ვერ მოხდა ნივთის მიწოდება, შეთანხმების საფუძველზე ვუზრუნველყობთ, მომხმარებლის მხრიდან მოწოდებულ ანგარიშის ნომერზე თანხის უკან დაბრუნებას. 
 
 საწყობიდან გამოტანისას ხდება ყველა პროდუქტის შემოწმება, ამიტომ თქვენ მაქსიმალურად დაცული ხართ ხარვეზიანი პროდუქტის მიღებისგან. თუკი პროდუქტს მოხმარებისას ფარული ქარხნული წუნი აღმოაჩნდება, რისი აღმოჩენაც პირველადი შემოწმებით შეუძლებელი იყო, ჩვენ თავად მოვალთ და შეგიცვლით ნივთს. ქარხნული დეფექტი აუცილებელია, რომ აღმოჩენილ იყოს შეკვეთის ჩაბარების დღეს.
 
მიწოდების მეთოდი – სახლის გარეთ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კურიერი არ არის პასუხისმგებელი ნივთის აწყობაზე. 
ყველა პროდუქტს მოყვება დეტალური ანოტაცია/ინსტრუქცია, ასევე, შეგიძლიათ დეტალური ინფორმაცია მიიღოთ ჩვენი წარმომადგენლისგან – 557 514 566.
 
ადგილზე მიტანის სტანდარტული პირობები საქართველოს მასშტაბით:
თბილისში – 1-2 სამუშაო დღე, რეგიონებში – მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღე 
მიტანის საფასური: თბილისში – 5 ლ. რეგიონებში – 8 ლ. 
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მიწოდება ხორცილებდა დილის 10:00-დან საღამოს 18:00 საათამდე, შაბათს 11:00-დან 15:00-მდე. არასამუშაო საათებში შემოსული შეკვეთები მოგეწოდებათ მომდევნო სამუშაო დღის პირველ ნახევარში. 
 
თუ თქვენ გსურთ, შეკვეთის იმავე დღეს მიღება, მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე და განისაზღვრება ინდივიდუალურად. ამისათვის: შეკვეთის განთავსება უნდა მოხდეს მაქსიმუმ 15:00 საათამდე. დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ ოპერატორებს.
Shopping Cart