Sale!

სკამ-მაგიდა – მუსიკალური ელექტრო საქანელა (ბაუნსერი) – 2/1-ში მოდელი – Baby High Chair & Swing

Original price was: 560,00 ₾.Current price is: 280,00 ₾.

2 ერთში მოდელი – საკვები სკამ-მაგიდა / ელექტრო საქანელა (ბაუნსერი), შეგიძლიათ გამოიყენოთ დაბადებიდან 4-5 წლამდე. პრემიუმ ხარისხის, დახვეწილი დიზაინის საკვები სკამ-მაგიდა, რომელიც იმართება პულტით, არის მუსიკალური, ასევე, აქვს ბლუთუზის მხარდაჭერა, შეგიძლიათ დაუკავშიროთ ტელეფონს, ასევე, გადმოწეროთ სამართავი აპლიკაცია, როგორც ანდროიდისთვის ასევე აიფონისთვის. შეგიძლიათ ჩაურთოთ ჭკვიანი მართვის ფუნქცია, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც ბავშვს ჩაეძინება და შეწყვეტს მოძრაობას, ბაუნსერი ნელ-ნელა გაჩერდება, ხოლო, ბავშვის აქტივობის განახლებისთანავე, ისევ განაახლებს რწევას. ასევე, შეგიძლიათ დააყენოთ ისე, რომ როდესაც ბავშვი ძილის დროს შეირხევა, რწევასთან ერთად, განაახლოს თქვენი შერჩეული ძილისპირული მელოდია. 

აქვს კაუჩუკის ბორბლები, ეკოტყავის სავარძელი, რბილი ჩასაფენით და მაგიდა ორმაგი ზედაპირით. იკეცება უმარტივესად. 

ერთდროულად შეგიძლიათ გამოიყენოთ სკამ-მაგიდად და ასევე, საბავშვო ელექტრო საქანელად (ბორბლებით ან ბორბლების გარეშე). ეს ფუნქციები მას იდეალურ ავეჯად აქცევს პატარებისთვის კვების, დასვენებისა და თამაშის დროს.

დახვეწილი, ხარისხიანი და გამორჩეული საკვები სკამ-მაგიდების შეძენა შეგიძლიათ ყველაზე დაბალ ფასად გუნდას საწყობებში. 

  • ტიპი: საკვები სკამ-მაგიდა  – ბაუნსერი –  2/1-ში მოდელი.
  • ფერი: თეთრი კაპუჩინოსფერთან კომბინაციაში, რაც ქმნის მშვიდ და მყუდრო გარემოს.
  • სარეკომენდაციო ასაკი: 0 თვიდან 4-5 წლამდე.
  • წონაგამძლეობა: 25 კგ.
  • სიმაღლის 7 დონიანი რეგულირება
  • საზურგის 5 დონიანი რეგულირება (გადადის ბოლომდე წოლით პოზიციამდე)
  • ბავშვის ელექტრო საქანელა: აღჭურვილია ელექტრო გაშვებისა და ავტომატური ქანების ფუნქციით;
  • შესაძლებელია რწვის სიჩქარის რეგულირება 8 სხვადასხვა დონეზე.
  • აქვს მუსიკის დაკვრის ჩაშენებული ფუნქცია და Bluetooth-ის მხარდაჭერა ტელეფონთან დასაკავშირებლად, რაც საშუალებას გაძლევთ, ნებისმიერ დროს ჩაურთოთ ბავშვს საყვარელი აუდიო მასალა.
  • ციფრული სენსორული ეკრანი მარტივი და მოსახერხებელი მართვისთვის;
  • ინტუიციური მართვა: ტაიმერის ფუნქცია და „ჭკვიანი“ ქანების ფუნქცია: ავტომატურად იწყებს და წყვეტს მოძრაობას ბავშვის აქტივობის მიხედვით.
  • შეგიძლიათ დააყენოთ თაიმერი და რწევის ფუნქცია (ასევე, მუსიკალური) გამოირთოს წინასწარ მითითებულ დროს, რაც ძალიან მოსახერხებელი ფუნქციაა ღამის ძილისას. 
  • ციფრული სენსორული ეკრანის გარდა, დამატებითი კომფორტისთვის შესაძლებელია დისტანციური მართვის პულტით მართვა.
  • მოყვება დამტენი.
  • მობილურობა და კომპაქტური შენახვა: ბორბლები სახლში მარტივად გადასაადგილებლად; დასაკეცი კონსტრუქცია სივრცის დაზოგვის მიზნით.
  • ფართო და კომფორტული სავარძელი: ფართო სავარძელი (39 სმ.) უზრუნველყოფს მეტ სივრცესა და კომფორტს.
  • ფეხის დასადების 3 დონიანი რეგულირება.
  • უმაღლესი ხარისხის, მყარი, ეკომეგობრული, ანტიალერგიული მასალა. (ლითონი/MDS)
  • უსაფრთხოების 5 წერტილიანი დამცავი ღვედი
  • 4 ბორბალი მარტივი გადაადგილებისთვის (ბორბლები არის სილიკონის, მაღალი ხარისხის, რომლებიც იკეტება და შეგიძლიათ ასევე მოხსნათ).
  • MDS მასალის ეკოტყავის რბილი სავარძელი, რბილი ჩასაფენით.
  • მაგიდის 2 ზედაპირი, საკვებად და სათამაშოდ, ჭიქის ფიქსატორით.
  • მსუბუქი და მოსახერხებელი, იკეცება ძალიან მარტივად.
  • მეტალის სტაბილური, მდგრადი კონსტრუქცია.
  • მარტივად გასასუფთავებელი კორპუსი, რომელიც არ კარგავს პირველ იერსახეს.
  • ზომა: 101 x 77 x 64 სმ. 

✅ პროდუქტი წარმოებულია ევროპის ქვეყნებისთვის. დამზადებულია აბსოლუტურად უსაფრთხო მასალისგან. აქვს სხვადასხვა ქვეყნის მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის სერტიფიკატები, მათ შორის, ევროპის ქვეყნების  – EN71.

 

2