ტრანსფორმერი ველო-ეტლი სრული კომფორტისა და პოზიციონერებისთვის. ეს არის მუსიკალური და მანათობელი ეტლი უამრავი პოზიციით, რომელიც ტრანსფორმირდება ბავშვის ზრდა-განვითარებასთან ერთად.
ტრანსფორმერი ველო-ეტლი (ველოეტლი)
Original price was: 360,00 ₾.180,00 ₾Current price is: 180,00 ₾.
ტრანსფორმერი ველო-ეტლი სრული კომფორტისა და პოზიციონერებისთვის. ეს არის მუსიკალური და მანათობელი ეტლი უამრავი პოზიციით, რომელიც ტრანსფორმირდება ბავშვის ზრდა-განვითარებასთან ერთად. შესაძლებელია როგორც ველო ეტლად, ასევე სამ თვლიან ველოსიპედად გადაკეთება. აქვს ყველა საჭირო პოზიცია ბავშვის მაქსიმალური კომფორტისთვის, ამიტომ შესაძლებელია მისი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენება – ჩვილობიდან 4-5 წლამდე.
ეტლის სავარძელი, ტრიალებს 360 გრადუსით და გადადის ბოლომდე წოლით პოზიციამდე. აქვს დამატებითი ფეხის დასადები როგორც ჩვილისთვის, ასევე შემდეგ, უკვე ჯდომით პოზიციაში მყოფი პატარისთვის. საჭე შეგიძლიათ მოხსნათ პირველ ეტაპზე, როდესაც იყენებთ როგორც ეტლს ჩვილისთვის და შემდეგ დაუყენოთ, როდესაც ველოსიპედის გამოყენების დრო მოვა. მარტივად იწყობა, ეხსნება და უყენდება დეტალები.
ველოეტლი არის მსუბუქი და გამძლე, უჟანგავი მეტალისგან დამზადებული.
არ დაგავიწყდეთ, მნიშვნელოვანია, ველო-ეტლი იყოს მსუბუქი და პორტატული, რათა ჯერ მშობელმა მარტივად შეძლოს მისი გადატანა (შეტანა ლიფტში, კიბეებზე და სხვადასხვა ბარიერზე გადატანა), ხოლო, შემდეგ, ბავშისთვის იყოს მარტივი სატარებელი. (მძიმე ველოსიპედს სჭირდება მეტი ძალისხმევა ტარებისას)
ველოეტლის მონაცემები:
- სარეკომენდაციო ასაკი: 4-6 თვიდან
- მასალა: მეტალის კარკასი, სავარძელი: MDS, საჩრდილობელის და რბილი ჩასაფენის მასალა – მაღალი ხარისხის ტილოს ქსოვილი.
- მუსიკალური და მანათობელი საჭე, რომელიც უფრო მხიარულს ხდის სეირნობის პროცესს
- კომოფრტული, 360 გრადუსით ბრუნვადი დასაჯდომი
- რეგულირებადი საზურგე (გადადის წოლით პოზიციამდე)
- რეგულირებადი საჩრდილავი
- დამხმარე სამართავი სახელური მშობლისთვის (რომელიც სიმაღლეში რეგულირდება და არის მოხსნადი)
- ბოთლის/ჭიქის ჩასადები
- მოხსნადი დამცავი მოაჯირი
- საბურავები: კაუჩუკ ნარევი რეზინა
- დაკეცვადი ფეხის დასადები ჩვილისთის და ასევე, მეორე ფეხის დასადები უკვე მოზრდილი ბავშვისთვის.
- წინა და უკანა სათავსო კალათები
- 3 წერტილიანი დამცავი ღვედი
- უკანა 2 მუხრუჭი
- პროდუქტის ზომა: 73 x 110 x 50 სმ